ავტორი:

"ოცნებისთვის“ ევროკავშირის სტრუქტურები დაკეტილია და სახლში უვარდებიან, რათა მოსახლეობას აჩვენონ, რომ "ქართულ-ჯიგრულ პონტში" შეხვედრა მაინც შედგა" - ნონა მამულაშვილი

"ოცნებისთვის“ ევროკავშირის სტრუქტურები დაკეტილია და სახლში უვარდებიან, რათა მოსახლეობას აჩვენონ, რომ "ქართულ-ჯიგრულ პონტში" შეხვედრა მაინც შედგა" - ნონა მამულაშვილი

ირაკლი კობახიძე არის რუპორი კრემლის პროპაგანდის და შესაბამისად, იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნონა მამულაშვილი ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის ევროპარლამენტარებს ანა ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს "ანტიევროკავშირს" უწოდებს.

მისი თქმით, აღარ დარჩა დასავლეთში არავინ, ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს და მას საპასუხოდ "ნაცად" არ მონათლავენ.

"ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას უთხრის ძირს და ამ პროცესს კითხვის ქვეშ აყენებს, ეს არის "ქართული ოცნება". დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება. შემთხვევითი არ არის, რომ შეხვედრები უქმდება და შემდეგ სახლში უვარდებიან იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ "ქართულ-ჯიგრულ პონტში" შეხვედრა მაინც შედგა. ეს იმის საყურადღებო მაჩვენებელია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები დაკეტილია და ასე სახლებში შევარდნა უწევთ. ირაკლი კობახიძეს ვეკითხები, რომელი ევროპარლამენტარი მოსწონს და რომელი არ არის "ნაცი", რადგან ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, იმ წამსვე "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები ხდებიან, რაც სამარცხვინო ხდება, რადგან დასავლეთში ადამიანი აღარ დარჩა, ვინც "ქართულ ოცნებას" და მათ პოლიტიკას გააკრიტიკებს და ისეთი ეპითეტი არ იქნება გამოყენებული მათ მიმართ, სადაც მათ ნაცად მონათლავენ,"- განაცხადა მამულაშვილმა.