ავტორი:

სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულ ძალებს "აზოვსტალში“ გამაგრებული უკვე 2000-მდე ჯარისკაცი "ჩაბარდა“

სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულ ძალებს "აზოვსტალში“ გამაგრებული უკვე 2000-მდე ჯარისკაცი "ჩაბარდა“

ოკუპანტი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულ ძალებს 'აზოვსტალში“ გამაგრებული უკვე 2000-მდე ჯარისკაცი "ჩაბარდა“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ავრცელებს, თუმცა გამოცემაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული მონაცემების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ "აზოვსტალში“ გამაგრებულმა, დაახლოებით, 1700-მა ჯარისკაცმა დაყარა იარაღი.

ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.