ავტორი:

"ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ თავისი ქონების საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილება სცადა და უარი მიიღო" - ჩარკვიანი

"ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ თავისი ქონების საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილება სცადა და უარი მიიღო" - ჩარკვიანი

pეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების გარკვეული ნაწილის სხვა პირზე გადაფორმება სცადა, რაზეც უარი მიიღო.

როგორც ამბობს, ექსპრემიერს ქონების გადამალვა სურდა.

"ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა მცდელობა, თავისი ქონების საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილების. ამაზე მიიღო უარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

ამ პერიოდში თავისი ქონების გადამალვა-გადაფარვა უნდოდა. თავს ვიკავებ ვინაობის დაკონკრეტებისგან, ვისზეც აპირებდა ქონების გადაფორმებას. ეს უარი არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანისგან, არამედ რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება იყო. რომლებმაც თქვეს, რომ ეპსპრემიერის გადაწყვეტილება მათთვისაც საშიში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო" - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში.

ნახეთ ვიდეო: