ავტორი:

22 მაისის მუსიკალური ავიარეისი ასაფრენად ემზადება!

22 მაისის მუსიკალური ავიარეისი ასაფრენად ემზადება!

გამგზავრების თარიღი: 22 მაისი

დანიშნულების ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი

მგზავრები: მარიამ ჯანჯღავა (Janngo), ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, ნიკალა მარგველაშვილი, ლევან დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ნიკოლოზ რაჭველი

სპეციალური სტუმარი - გიორგი ცაგარელი

22 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზში - განსხვავებული მუსიკალური ჟანრებისა და ვიზუალური კონცეფციის სინთეზი, ელექტონული მუსიკა და სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობა, რამდენიმე თაობის შემსრულებელთა კოლაბორაცია ერთ სცენაზე. ნინი ნუციბიძის, მარიამ ჯანჯღავას (Janngo) და გიორგი გიგაშვილის საავტორო ნაწარმოებების პრემიერები.

პროექტის წარმდგენი - ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt

რეჟისორი & პროდიუსერი - თეონა ჯორბენაძე

მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი მ

ხატვარი - ვანო ჭელიძე

კოსტიუმების მხატვარი - დათუნა სულიკაშვილი

დიზაინერი - ლიზა ხავთასი

პროექტის მხარდამჭერი - თბილისის მერია

ახალი თაობის მუსიკოსების გენერალური მხარდამჭერი - მეამა

პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედიაჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08