ავტორი:

"გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ეროვნული ბიბლიოთეკა

"გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.

როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, კეკელიძე ინტოქსიკაციით გადაიყვანეს კლინიკაში.

ამ ცოტა ხნის წინ კეკელიძის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

"გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - წერია ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა.