ავტორი:

რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მედიის ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს და ბრიტანეთის მთავრობის 10 სხვა წევრს.