ავტორი:

თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ აკურაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილებს შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა.

დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.