ავტორი:

ფოთში ველოსიპედით მოძრავ 11 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა - მოზარდი გარდაიცვალა

ფოთში ველოსიპედით მოძრავ 11 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა - მოზარდი გარდაიცვალა

ფოთში, გურიის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სოცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილვევლთა ინფორმაციით, ბავშვს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ველოსიპედით ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის ჯოსპიტალში გადაიყვნა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

„11 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით კლინიკაში შემოიყვანეს, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხდა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.