ავტორი:

აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან - მათ შორის ჯონ მაკკეინი

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ იცის ამ ადამიანების გარდაცვალების შესახებ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას.

სანქცირებულ 963 ამერიკელს შორის ხუთი ადამიანის გასწვრივ წერია - "გარდაცვლილია“, მონიშნულია გარდაცვალების თარიღიც.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მუდმივად მოქმედებს.

კერძოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ: ყოფილ სენატორ ჯონ მაკკეინს, ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგსს, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს მელის დრისკოს, ყოფილ მოსამართლეს სტივენ ო'ნილს, ამერიკელ ყოფილ სამხედროს ჯერემი სევიტსს.