ავტორი:

"ახლა 20 წლით უფროსს ჰგავს.. მის ქალიშვილს სჯერა, რომ კვლავ შეძლებს მამას ჩაეხუტოს" - "აზოვსტალელი" მეომარი ომამდე და შემდეგ: რას წერენ უკრაინაში "რკინის კაცზე"

"ახლა 20 წლით უფროსს ჰგავს.. მის ქალიშვილს სჯერა, რომ კვლავ შეძლებს მამას ჩაეხუტოს" - "აზოვსტალელი" მეომარი ომამდე და შემდეგ: რას წერენ უკრაინაში "რკინის კაცზე"

"აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში გამაგრებულ მეომრებზე დიდხანს ისაუბრებენ და მათი გმირობის ისტორიებს თაობებს მოუყვებიან.

მათი ამბავი ჯერ არ დასრულება. ამ დროისთვის ყველა მეომარმა დატოვა ქარხანა და ისინი რუსი ოკუპანტების ხელში არიან, თუმცა ყველას სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლება, პარტნიორების დახმარებით, შეძლებს მათ გათავისუფლებას.

თითოეულ მეომარს უნიკალური, განსაკუთრებული ისტორია აქვს.

  • ეს მიხაილ დიანოვია, პროფესიონალი მუსიკოსი და უკრაინის საზღვაო ქვეითთა ჯარის წევრი. "აზოვსტალში", დამპყრობლების წინააღმდეგ ომში მძიმედ დაიჭრა და ფეხი დაკარგა.

ახლა ისიც თანამებროლებთან ერთად, რუსების ტყვეობაშია.

მიხაილ დიანოვის შესახებ უკრაინელი ანა კოვალსკვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 42 წლის მიხაილი ომის შემდეგ 20 წლით უფრო დიდს დაემსგავსა:

"ის მხოლოდ 42 წლისაა, თუმცა ახლა 20 წლით უფროსს ჰგავს. რკინის კაცი. მიხაილ ალექსანდროვიჩ დიანოვი - უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის საზღვაო ძალის უფროსი სერჟანტი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე.

ის ძალიან ამაყობს, რომ საზღვაო ქვეითია. 20 თებერვალს დაწერა შემდეგი სიტყვები - "ვერასდროს ვერავინ შეიძლებ საზღვაო ქვეითთა ძალების დაშლას.“

ის პროფესიონალი მუსიკოსია, უკრავს გიტარას და ფორტეპიანოს, ჰყავს ქალიშვილი, კატია. კატიამ იცის, რომ მისი მამა დაჭრილია, მკლავში დაიჭრა, ფეხი მოაჭრეს. კატიას სჯერა, რომ ის კვლავ შეძლებს მამას ჩაეხუტოს.

ჩვენ ყველას გვწამს, რომ გმირები დაბრუნდებიან“, - წერს ანა კოვალსკვა.

ქალიშვილთან ერთად - ომამდე გადაღებული ფოტო

"აზოვსტალის" დატოვებისას