ავტორი:

"ვიყოთ გულწრფელები" - ფრანგი მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან 20 წელი დასჭირდეს

"ვიყოთ გულწრფელები" - ფრანგი მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან 20 წელი დასჭირდეს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა “15 ან 20 წლის განმავლობაში” ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში აპირებს, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელიწადში იქნება, ამას დიდი დრო სჭირდება”, - განაცხადა კლემენტ ბიონმა.

ბიონმა გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზება, რომ შეიქმნას უფრო თავისუფალი, “ევროპული პოლიტიკური საზოგადოება”, რომელიც უკრაინის უფრო სწრაფად ინტეგრაციას დაეხმარება და დასძინა: “არ მინდა უკრაინელებს რაიმე ილუზია ან ტყუილი შევთავაზო”.