ავტორი:

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა - გამოკითხვა, რომელმაც უძლიერესი გამოავლინა

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა - გამოკითხვა, რომელმაც უძლიერესი გამოავლინა

"ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანია!“ - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე ცნო.

ხმათა უმრავლესობით, მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.

ქართველ ძალოსანს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და არაერთი რეკორდიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს!

აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, ძალოსან გოგონათა შორის საუკეთესოდ რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.