ავტორი:

"შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს" - პაატა მანჯგალაძე ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე

"შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს" - პაატა მანჯგალაძე ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე

"შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს", - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას.

მისი თქმით, ზურა ჯაფარიძისადმი კონტრკითხვა აქვს - პარლამენტიდან გასვლის შემდეგ რას აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ოპოზიცია.

"არ ვიცი, რას გულისხმობს ჯაფარიძე, შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ აქ, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს. მატყობთ, რომ "დრაივი“ არ მაქვს? ვადასტურებ ყველა ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატივისცემას, მაგრამ არ ვეთანხმები ბევრ საკითხში, მათ შორის, ვინც პარლამენტიდან გავიდა, ის ხალხი რას აკეთებს იმაზე მეტს გარეთ, ქუჩაში, ვიდრე არის ის პროცესი, რაც დაწყებულია პარლამენტში კომისიებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ დავინახავთ, რომ ამაზე დიდი საქმე კეთდება ქუჩაში, აუცილებლად გამოვალ პარლამენტიდან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

  • ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ ქალაქში" ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს".

"არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება, მაგრამ მინიმუმ მოტივაცია მაინც ექნებათ. როდესაც კომფორტში ზიხარ და კომფორტიდან არ გამოდიხარ, სტიმული არ გაქვს, რომ რაიმე გააკეთო. ამ წუთში ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს და არ გააკეთებს 2024 წლამდე, ეს სურათი ჩანს იმიტომ, რომ კარგად არიან, სადაც არიან,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.