ავტორი:

"შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს" - სოჭში პუტინი ლუკაშენკოს შეხვდა

"შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს" - სოჭში პუტინი ლუკაშენკოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სოჭში შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, სოჭში, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს. ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ეხება რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას და ყველაფერს, რაც ეხება ეკონომიკას", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა სანქციების ზემოქმედებას "ღირსეულად“ უმკლავდება.

"მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების ზემოქმედებას, საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს", - განაცხადა პუტინმა.