ავტორი:

დემნა გვასალია Time-მა წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა - დემნა პირველი ქართველია, რომელიც ამ სიაში შეიყვანეს

დემნა გვასალია Time-მა წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა - დემნა პირველი ქართველია, რომელიც ამ სიაში შეიყვანეს

ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია გამოცემამ Time 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სიაში ქართველი მოხვდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დემნას სოციალური მედიის მენეჯერი საბა ბახიაც აქვეყნებს.

"დემნა გახდა პირველი ქართველი, რომელიც TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა!!! შეგიძლიათ, მეც მომილოცოთ. ჩემი ინსპირაცია და ჩემი გმირი", - წერს საბა ბახია.

დემნა ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება, მოდის სფეროში არაერთი ჯილდო მოიპოვა. მისი კოლექციები ყოველთვის საზოგადოების განხილვის საგანია და აქვს ისეთი ხელწერა, როგორიც არავის სხვა.