ავტორი:

ლუკაშენკო აცხადებს, შეშფოთებულია დასავლეთის ნაბიჯების გამო, რაც უკრაინის "დანაწევრებას" გულისხმობს

ლუკაშენკო აცხადებს, შეშფოთებულია დასავლეთის ნაბიჯების გამო, რაც უკრაინის "დანაწევრებას" გულისხმობს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კრემლის ლიდერთან აუდიენციის დროს შეშფოთება გამოთქვა დასავლეთის ნაბიჯების გამო, რომელიც უკრაინის "დანაწევრებას“ გულისხმობს.

ვლადიმერ პუტინთან სატელევიზიო შეხვედრისას ლუკაშენკომ პოლონეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიტაცების სურვილში დაადანაშაულა.

'რაც გვაწუხებს არის ის, რომ პოლონელები და ნატო მზად არიან დაეხმარონ დასავლეთ უკრაინის აღებას, როგორც ეს 1939 წლამდე იყო”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რუსეთი ადრე აცხადებდა, რომ ოფიციალურ ვარშავას უკრაინის დასავლეთ ნაწილზე, რომელიც ისტორიულად პოლონური მიწებია, კონტროლის დამყარება სურს. აღნიშნულ ბრალდებებს პოლონეთი უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს.