ავტორი:

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე იძულებით 1.4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე იძულებით 1.4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა

რუსეთმა იძულებით 1,4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა თავის ტერიტორიაზე - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ეს დეპორტაციები რუსეთმა წინასწარ მოამზადა და რომ ოფიციალური მოსკოვი ორ მილიონზე მეტი უკრაინელის გაყვანას მოელოდა.

ცნობისთვის, გასულ თვეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანი რუსეთშია „ევაკუირებული“.