ავტორი:

მიკოლაივში აღმოაჩინეს სამოქალაქო მანქანები, დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით

მიკოლაივში აღმოაჩინეს სამოქალაქო მანქანები, დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით

მიკოლაივის ოლქში რამდენიმე სამოქალაქო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრები იყო, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იუწყება.

"მიკოლაივში ჩვენმა ქვედანაყოფებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით. ტექნიკის დაზიანება, წინასწარი მონაცემებით, მოწმობს დანაღმულ ზონაში მანქანების აფეთქებას და ასევე, კოლონის დაბომბვას. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია სცადა, ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი დახვრიტეს ისინი, ვინც აფეთქების შემდეგ გადარჩნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.