ავტორი:

"პუტინთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება" - ზელენსკი

"პუტინთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტა.

"მათ სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა ინსტიტუტს აერთიანებს ერთი გადაწყვეტილება - რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არ იქნება. ამიტომ, მე არ მივიღებ რუსეთიდან რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის გარდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

”ეს ნამდვილად არის პიარის მცდელობა. ადამიანებს არ ესმით, რომ სამიტის მოლაპარაკებები საფუძვლიანად უნდა მომზადდეს და დღის წესრიგი ორივე მხრიდან უნდა იყოს შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი საჭირო არ არის. მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვიტავს. გარკვეული კონტაქტები ხორციელდება და უკრაინელებისგან ცოტა ხნის წინ წარდგენილ წინადადებებზე გარკვეულ პასუხებს ველით,“- განაცხადა მან.