ავტორი:

კიმ ჩენ ინი პირბადის გარეშე დაკრძალვაზე და ეპიდაფეთქება ჩრდილოეთ კორეაში - რა ახალი კადრები ვრცელდება ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან

კიმ ჩენ ინი პირბადის გარეშე დაკრძალვაზე და ეპიდაფეთქება ჩრდილოეთ კორეაში - რა ახალი კადრები ვრცელდება ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი ჰიონ ჩოლ-ჰეს, ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის მარშალის დაკრძალვას დაესწრო და ოფიციალურ პირებს კუბოს ტარებაშიც დაეხმარა. ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი დაკრძალვაზე პირბადის გარეშე იყო.

ის ადამიანები, რომლებსაც ჩასასვენებელი კიმთან ერთად მიჰქონდათ, პირბადით იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, გარდაცვლილ მარშალს დიდი წვლილი მიუძღვის კიმ ჩენ ინის ლიდერად ჩამოყალიბებაში. კიმ ჩენ ინმა, კუბოს ჩასვენების შემდეგ მას მიწა მიაყარა და დაიტირა. "ჰიონ ჩოლ-ჰეს სახელი ყოველთვის გვემახსოვრება", - თქვა მან.

“.

ჩრდ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში 2.8 მილიონი ადამიანია ავად "ამოუცნობი ცხელების" გამო, აპრილის ბოლოდან დღემდე 8 მათგანია გარდაცვლილი.

ზოგი ექსპერტის ვარაუდით, კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი, რეალურად, ბევრად დიდია, მაგრამ მალავენ, რათა კიმის იმიჯი დაიცვან.

ამ დროისთვის, ჩრდილოეთ კორეაში ნარჩუნდება "ლოქდაუნი“ და სხვა საზოგადოებრივი შეზღუდვები, აკრძალულია ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილებაც, მაგრამ მთავარი სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და სხვა სამრეწველო საქმიანობები გრძელდება, რათა ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ნაკლები ზიანი მიადგეს.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ორშაბათის მონაცემებით, 24 საათში, ვირუსის 167 650 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ დაამატეს, რომ მხოლოდ 1 ადამიანი იყო გარდაცვლილი და რომ "ცხელების" ფატალურობის რიცხვი მხოლოდ 0.002%-ია. ამ ციფრების სიზუსტეში ექსპერტებს ეჭვს ის უმყარებს, რომ ჩრდილოეთ კორეის 26-მილიონიანი მოსახლეობიდან უმეტესობა აუცრელია და მათი 40% სიღარიბის ზღვარზეა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა აქ თითქმის მოშლილია და ქრონიკულად აქვთ მედიკამენტების დეფიციტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეტი ინფორმაცია გამოითხოვა ჩრდილოეთ კორეისგან ვირუსის შესახებ, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღია.

წყარო:theguardian

მოამზადა ანა სიბოშვილმა