ავტორი:

"პუტინს მძიმე დაავადებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი კიბოა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ის ხვალ ან ზეგ მოკვდება, არ ღირს" - უკრაინის დაზვერვა პუტინის ჯანმრთელობაზე

"პუტინს მძიმე დაავადებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი კიბოა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ის ხვალ ან ზეგ მოკვდება, არ ღირს" - უკრაინის დაზვერვა პუტინის ჯანმრთელობაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მძიმე დაავადებები აღენიშნება, თუმცა ამის მიუხედავად, რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც იცოცხლებს.

დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, დაავადებათა შორის, რომელიც პუტინს აქვს, ერთ-ერთი ონკოლოგიურია.

"დიახ, ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მას რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი კიბოა. მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ის ხვალ ან ზეგ მოკვდება, არ ღირს, რადგან მოგვწონს ეს თუ არა, ეს სიმართლე არ არის“,- განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვმა დაადასტურა, რომ პუტინი დაბნეულია და მან მნიშვნელოვნად შეამცირა ადამიანთა რაოდენობა მის ირგვლივ.

"მასთან ახლა შედის ადამიანთა უმნიშვნელო რაოდენობა, ყველა დანარჩენთან ის დისტანციას ინარჩუნებს“,- განაცხადა ბუდანოვმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თავისი მმართველობის განმავლობაში პუტინი რამდენჯერმე დაფიქრდა მემკვიდრის არჩევაზე.

"ასეთი ადამიანი უკვე რამდენიმე იყო. მიუხედავად გარკვეული მანიაკალური სინდრომებისა, სავარაუდოა, რომ მას ეშინია მემკვიდრის სერიოზულად მომზადების, რადგან ესმის, რომ მომზადების პროცესში მემკვიდრეს შეიძლება მისი ადგილის დაკავება მოუნდეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას პუტინი მოისურვებს. ამიტომ ის ყველასთან დისტანციას ინარჩუნებს“,- განაცხადა ბუდანოვმა.