ავტორი:

"ახლა, ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე - ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები?" - ფრიდონ ინჯია

"ახლა, ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე - ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები?" - ფრიდონ ინჯია

მოღალატეების ჩამონათვალს არ გავაკეთებ, ეს თქვენთვის მიმინდვია, მაგრამ ერთ-ერთი მოღალატე დღეს, ილიას უნივერსიტეტში ჩვენს მომავალ თაობას ლექციებს უკითხავს. თქვენ, წარმოგიდგენიათ რას უკითხავს? - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების“ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ინჯია გამოეხმაურა ბოლო კვირის განმავლობაში ცალკეული ადამიანების მიერ მეფე ერეკლეს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

"ახლა, ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე - ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები? ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია ათეული და ასეული მილიონობით დოლარით ფინანსდებიან. ვინ დგას ამ დაფინანსების უკან? ეს ის ქვეყნებია, რომლის ელიტის გარკვეული ნაწილი ათეული წელია ქმნის და ბოლომდე ვერ შექმნა, მაგრამ აქვს დიდი სურვილი შექმნას მსოფლიოს ხელისუფლება, იმისთვის, რომ უფრო ადვილად მოერიონ და მართონ ეს ყველაფერი. პირველ რიგში ისინი ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მსოფლიო მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკეული ელიტა, ამასთანავე გადააგვარონ, ან გენური ინჟინერიით გამოიყვანონ მომსახურე ადამიანთა რობოტიზირებული მონათა ჯგუფი. შედეგად მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდ 940 მილიონიდან დატოვონ ერთ მილიარდამდე. მათ სწორედ ამის განხორციელებაში ხელს უშლიან ეროვნული სახელმწიფოები, რელიგიები და პირველ რიგში, მართლმადიდებლები მოიაზრებიან. მათ ამ მოღალატეობრივი ქმედებით უნდათ გააქრონ ეროვნული სახელმწიფოები. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ, ეს გინდ, კოვიდია, მაიმუნის ოსპები, ომები სასურსათო კრიზისი და მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია“,- განაცხადა ინჯიამ.

მისი თქმით, მოღალატეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მაინც ორ კატეგორიაში ჯდებიან.

"პირველი კატეგორია, რომელიც მოგების მიღების მიზნით ემსახურებიან სხვებს, გლობალისტებს და ფსევდოლიბერალებს. მეორე კატეგორიაა, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, იყოს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ბატონ-პატრონი, მეფე, თვითონ იყოს კანონი და მხოლოდ თავისი სიამოვნების მისაღებად იცხოვროს, მათ შორის ცხოველური. ამ შემთხვევაში მისთვის ქვეყნის სიდიდეს და ვინ იცხოვრებს იქ, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ქვეყანა ერქვას. ჩვენ ამას ვხედავთ და სწორედ ამიტომ გვებრძვიან, ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, მეფეებს, ისტორიას, ენას, წინაპრებს, ადათწესს, ჩვენს ხელისუფლებას, თუ ის გაბედავს და ეროვნულობისკენ ნაბიჯს გადადგამს. ამის მაგალითი ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს. რაც ახლა ხდება თავდასხმა მეფე ერეკლე მეორეზე, ეს იგივეა, რაც წლებია ხდება ჩვენში და გრძელდება თავდასხმები საქართველოს ისტორიის ისეთ ცნობილ პიროვნებაზე, რომლებმაც ეპოქა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში“, - განაცხადა ინჯიამ.

მის თქმით, ამგვარი თავდასხმები ეროვნულობის ჩასახშობად ხდება.