ავტორი:

"უკრაინას რთული თვე ელის...  ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის - ოკუპანტები უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ" - რას პროგნოზირებს უკრაინის შსს?

"უკრაინას რთული თვე ელის...  ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის - ოკუპანტები უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ" - რას პროგნოზირებს უკრაინის შსს?

უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

"მიუხედავად ჩვენი ყველა მიღწევისა პირველ სამ თვეში, ახლა ალბათ ამ ომის ერთ-ერთი ურთულესი ფაზა გველის... რა თქმა უნდა, აქტიური ფაზა დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუმცა ის მაინც იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა მან.

დენისენკომ ასევე აღნიშნა, რომ ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის და რუსი ოკუპანტები "უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ, ვიდრე ეს თავიდანვე გააკეთეს".

დენისენკოს თქმით, ამ მომენტში დამპყრობლები მთლიან ძალისხმევას უთმობენ ლუგანსკის რაიონში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყონ უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს.

მისი თქმით, ეს ქალაქებია - სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.