ავტორი:

"ძალიან დავიღალე... რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს?" - ჯო ბაიდენი

"ძალიან დავიღალე... რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს?" - ჯო ბაიდენი

ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ის ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა.

"ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი და რამდენი პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრეა, ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ, არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მედიის ინფორმაციით, ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 18 ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. დაღუპულია 18 წლის ეჭვმიტანილიც. სამართალდამცავების ცნობით, ის AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული.