ავტორი:

"ფორტონ ჯგუფის“ CEO ბობ ჰიუესი საქართველოშია და  25 მაისს კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

"ფორტონ ჯგუფის“ CEO ბობ ჰიუესი საქართველოშია და  25 მაისს კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს „Forton Georgia-სა“ და „The Forton Group-ის” პირველი ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში კოომპანიის CEO და დამფუძნებელი ბობ ბიუესი ესტუმრა. მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ქოუჩი ისაუბრებს თემაზე „ქოუჩინგის როლი მომავლის ლიდერების განვითარებაში“. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ 19:00 საათზე გაიმართება, რეგისტრაცია კი 18:30 საათზე დაიწყება.

ბობ ჰიუესი ICF –ის მიერ აკრედიტებული PCC ქოუჩი, პირველი აკრედიტებული ლიდერშიპის განვითარების პროგრამის ავტორი და გაერთიანებული სამეფოს ფსიქოლოგიური საზოგადოების წევრია, 30 წლიანი საერთაშორისო ბიზნესის გამოცდილებით.

„მოხარულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია „ფორტონ საქართველოსთან“ თანამშრომლობა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო კეთილდღეობის შექმნას, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის და მომხმარებლებისთვის ასევე, ჩვენი ტრენერებისთვის/ ქოუჩებისთვის. ფორტონის საერთაშორისო გამოცდილებით და ფორტონ საქართველოს ქართული სამუშაო კულტურის ღრმა ცოდნით ხელს შევუწყობთ ქოუჩინგის, არა მხოლოდ როგორც პროფესიის, არამედ უნარების განვითარებას ლიდერებში. ჩვენი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამები ორგანიზაციებს დაეხმარება გარდაქმნან მათი სამუშაო კულტურა და საქმიანობა.“ - აღნიშნა ბობ ჰიუესმა “The Forton Group-ის გენერალურმა დირექტორმა.

მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნობიან „Forton Georgia-ს“ ქოუჩინგის სწავლების მიდგომებსა და პროგრამებს. მსოფლიოში წამყვანი ქოუჩინგ ჯგუფის „The Forton Group-ის” ოფიციალური წარმომადგენლობა “Forton Georgia” საქართველოში პლატფორმა “Katsman and friends-მა“ დააფუძნა. დღეიდან „ფორტონ საქართველო“ არის „The Forton Group-ის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ლიდერებს და მენეჯერებს ფორტონის ორ ძირითად პროგრამას - ლიდერი, როგორც ქოუჩი და სერტიფიცირებული ქოუჩი შესთავაზებს.

“Forton Georgia-ს“ დაფუძნება შეაფასა „Katsman and friends-ის“ მმართველმა პარტნიორმა საშა კაცმანმა:

„მოხარულები ვართ წარვადგინოთ ჩვენი პირველი საერთაშორისო პარტნიორი - „The Forton Group”. მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ბიზნეს სექტორს, აღნიშნული შესაძლებლობის გაჩენა. განვითარება როგორც პიროვნული და ორგანიზაციული ღირებულება მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესო ქოუჩინგის სწავლების ჯგუფი კი სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს, ახლა უკვე საქართველოში. ჩვენს მთელ გუნდს გვჯერა, რომ ქოუჩინგი დღეს არის როგორც პროფესია, ისე უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის. სწორედ, ამ მიზნით მუდმივად ვცდილობთ შევისწავლოთ განვითარების საუკეთესო მეთოდები და პროვაიდერები მსოფლიო მასშტაბით, ხელი შევუწყოთ მათი წარმომადგენლობის საქართველოში დაფუძნებას, რათა კიდევ უფრო საინტერესო, ხელშესახები და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ადამიანის, როგორც ლიდერის განვითარება საქართველოში,“ - განაცხადა საშა კაცმანმა.

აღნიშნული სიახლე, მნიშნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან მოქმედ თუ მომავალ მენეჯერებს, მმართველებს, დირექტორებს, შესაძლებლობას აძლევს წვდომა ჰქონდეთ სწორედ იმ პროგრამებზე, რასაც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ბიზნეს ლიდერები გადიან. „The Forton Group-ი“ ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით 31 ქვეყანაში, დღეს კი მათ რიგებს საქართველო შეემატა.

“Forton Georgia-სა“ და “The Forton Group-ის“ პირველი ერთობილივი ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

  • საშა კაცმანი - „Katsman and friends”-ის მმართველი პარტნიორი; „Forton Georgia” - ს დირექტორი / დამფუძნებელი; თემა : Announcement – Forton Georgia - ს დაფუძნება, Katsman & Friends -ის პლატფორმის შესახებ.
  • რუსუდან სანიკიძე - ორგანიზაციული ფსიქოლოგი, ქოუჩი, „Forton Georgia” -ს პარტნიორი / დამფუძნებელი; თემა : რას სთავაზობს “Forton Georgia” კორპორაციულ და საცალო ბაზარს :
  1. კომპანიის უახლოესი გეგმები
  2. თანამშრომლობის ფორმები
  3. სწავლების მიდგომები
  • რუსუდან კვაჭანტირაძე - PCC ქოუჩი, ბიზნეს ტრენერი, „Forton Georgia“ -ს პარტნიორი; თემა : „ფორტონ საქართველოს „პროგრამები და უპირატესობები; „leader a a coach” ;“ignite: coaching skills”
  • ნანა მორდებაძე - ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი, „Forton Georgia“ -ს პარტნიორი; თემა : The Forton Group -ის სხვა ლიდერშიპის პროგრამები და ლიდერშიპის საზომი ინსტრუმენტები.

ღონისძიება 25 მაისს გაიმართება და მისი მხარდამჭერია „პალიტრა L-ის“ პროექტი „ლურჯი ოკეანე“, რომელიც ქართულ ენაზე თარმგმნის და გამოსცემს მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას, რომელიც სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, რომლებიც ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებაზე არიან ორიენტირებული.

„ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში წლებია გამოვცემთ ბიზნესლიტერატურას. ეს ,,შენი წარმატების ბიბლიოთეკაა''. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა და ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც ლიდერების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, როდესაც „ფორტონ ჯორჯიასგან“ მივიღეთ შემოთავაზება 25 მაისის ღონისძიების ორგანიზებისთვის ძალები გაგვეერთიანებინა, სიამოვნებით დავთანხმდით. ვიმედოვნებთ, რომ ეს კოლაბორაცია კიდევ უფრო გამყარდება და სამომავლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზებთ მსოფლიო ბესტსელერ წიგნებს ლიდერობაზე, ქოუჩინგსა და გუნდის მართვაზე,“ - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.

„The Forton Group-ი“ დაარსდა 2002 წელს, დიდ ბრიტანეთში. „ფორტონის“ ლიდერობის განვითარების პროგრამები ჰოლისტურ, გაზომვად, მტკიცებულებებზე დამყარებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და აკრედიტირებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.