ავტორი:

"დებატებზე ველოდები "ქოც-ნაცურ“ ჩხუბს, გაშველებას არ ვაპირებ" - იაგო ხვიჩია

"დებატებზე ველოდები "ქოც-ნაცურ“ ჩხუბს, გაშველებას არ ვაპირებ" - იაგო ხვიჩია

მეგონა, აქამდეც დებატების რეჟიმში ვიყავით, მაგრამ რატომღაც დღევანდელ დღეს დაარქვეს დებატები - ველოდები "ქოც-ნაცურ“ ჩხუბს, გაშველებას არ ვაპირებ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, დააკვირდება, ვის დაადებს ხელს ხელისუფლება, როგორც ქვეყნის მოღალატეს და გამყიდველს.

"მე ზოგადად, მეგონა, აქამდეც დებატების რეჟიმში ვიყავით პარლამენტში, მაგრამ რატომღაც დღევანდელ დღეს დაარქვეს დებატები. დავაკვირდები, ვის დაადებს ხელს ხელისუფლება როგორც ქვეყნის მოღალატეს, გამყიდველს და ა.შ. და ადეკვატურობის ფარგლებში მოვიქცევი. ჩემი ინტერესები ისედაც იცით და იმის გამო, რომ დებატები დანიშნეს, მე ახალი ინტერესები ვერ გამიჩნდება, ისევ იგივე ინტერესებით ვმოძრაობ და ამის შესაბამისი იქნება ჩემი კითხვებიც. ველოდები „ქოც-ნაცურ“ ჩხუბს, ეს ამის პრელუდიაა, მე არ ვაპირებ გაშველებას, დაკვირვებას ვაპირებ", -განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზეა მოწვეული.