ავტორი:

იკიგაი - წიგნი თქვენი ჰარმონიული ცხოვრებისთვის

იკიგაი - წიგნი თქვენი ჰარმონიული ცხოვრებისთვის

ყველას სურს, ხანგრძლივი და ჰარმონიული ცხოვრება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მიაღწიოს ამას. არაერთ ფილოსოფოსს თუ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს უმუშავია ამ საკითხზე და განსხვავებული მიდგომები და სტრატეგიები შემოუთავაზებია. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული კი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური მიმდინარეობა - იკიგაია.

იკიგაი უძველეს იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა: „იკი“, რომელიც სიცოცხლედ ითარგმნება და „გაი“, რომელიც რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. მარტივად რომ ვთქვათ, იკიგაი ისაა, რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.

იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ის ოთხ მიმართულებას აერთიანებს: მისიას, მოწოდებას, პროფესიას და გატაცებას. სწორედ ამ ოთხეულის ერთმანეთთან ჰარმონიზაციით იპოვით საკუთარ თავში იკიგაის.

ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარი თავის პოვნა სურთ, იკიგაის იდეოლოგიის შესახებ რამდენიმე წიგნი არსებობს. მათ შორის გამორჩეულია ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და სულ მალე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.

„იკიგაის აღმოჩენა თქვენს გამბედაობას მოითხოვს, მის ძიებაში კი ეს წიგნი დაგეხმარებათ. გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გასწავლით სტრესის მართვის სტრატეგიებს. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ. გაიგებთ, როგორც შეგვიძლია მარცხით გაძლიერება და ცხოვრებისეული სირთულეების შესაძლებლობებად გადაქცევა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სავარჯიშოებს და ჯანსაღი კვების წესებს. თავად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის მისაღები და სასურველი ვარჯიში. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ თქვენი იკიგაის აღმოჩენაში, რომელიც მდგომარეობაა აქ და ახლა, ჰარმონიაა საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან,“ - ასე ახასიათებს გამოცემას მისი მთარგმნელი ანა ალბუთაშვილი.

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მსოფლიო ბესტსელერია. იკიგაის შესახებ გავლენიანი ბიზნესგამოცემები ხშირად წერენ.

„თუ დასაქმებულებს აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობა სურთ, მათ საკუთარ თავში იკიგაის მოძიება უნდა დაიწყონ“, - Business Insider

„პანდემიის ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი ის იყო, რომ ხალხმა ახლიდან გადააფასა საკუთარი სამსახური, კარიერა და ზოგადად ცხოვრება. გამოიყენეთ დრო გონივრულად, იპოვეთ თქვენი საკუთარი იკიგაი და იცხოვრეთ თქვენი საუკეთესო ცხოვრებით,“ – Forbes

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მკითხველისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი წიგნის ფესტივალზე გახდება, რომელიც 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ფესტივალზე წიგნის შეძენას ფასდაკლებით შეძლებთ.

#იკიგაი #პალიტრაL

R