ავტორი:

"რუსეთი მსოფლიოს სანქციების მოხსნის მოთხოვნით აშანტაჟებს -ვინც ამ ამ თამაშის მიღებაზე იფიქრებს, ჯერ მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები ნახოს" - კულება

"რუსეთი მსოფლიოს სანქციების მოხსნის მოთხოვნით აშანტაჟებს -ვინც ამ ამ თამაშის მიღებაზე იფიქრებს, ჯერ მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები ნახოს" - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს და რუსეთის ამ თამაშს არავინ უნდა აჰყვეს.

„რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ. ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შეიძლება იფიქროს ამ თამაშის მიღებაზე, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და გაესაუბროს მათ მშობლებს“, - წერს კულება სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი კავშირშია გაეროსთან და რომ მოსკოვი "არ გამორიცხავს გლობალური მოლაპარაკებების შესაძლებლობას უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით".