ავტორი:

"კინაღამ ხელში ჩამაკვდა, 4 წუთი ვერ ამოისუნთქა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"კინაღამ ხელში ჩამაკვდა, 4 წუთი ვერ ამოისუნთქა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

არაფერი არ იცვლება, ვერ ჭამს. სამი დღის წინ ადამიანი კინაღამ ჩამაკვდა ხელში. წყალს სვამდა, არ გადასცდენია, მაგრამ 4 წუთი ვერ ამოისუნთქა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ევროკავშირის ელჩის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, შვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ მედიკოსების მხრიდან ყველაფერი კეთდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საკმარისი არ არის.

"ამიტომ ვითხოვდი მის უცხოეთში გადაყვანას. პირველივე დღიდან მქონდა ექიმებისგან ინფორმაცია, რომ აქვს ძალიან ბევრი დიაგნოზი და ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოსწორების გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.