ავტორი:

"მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი" - ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი" - ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

"როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებით მიდის სახელმწიფოებრიობის გამყარების, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის გზაზე", - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვაში, რომელსაც სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.

ის ასევე ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ "გულწრფელი მეგობრობა იყო და რჩება ქართულ-ბელარუსული თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად." ლუკაშენკოს თქმით, ურთიერთობა აქტიურად უნდა განცითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.