ავტორი:

"მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და გამართლებული" - ვლადიმერ პუტინი

"მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და გამართლებული" - ვლადიმერ პუტინი

რაც არ უნდა იყოს სტაბილური იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ატარებენ ასეთ წინდაუხედავ პოლიტიკას (სანქციებთან დაკავშირებით), მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და გამართლებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლებია ასეთი ინფლაცია არ ყოფილა.

"მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსაც რომ გადახედოთ, ამ განვითარებულ ეკონომიკებში 40 წელზე მეტია ასეთი ინფლაცია არ ყოფილა, უმუშევრობა იზრდება, ჯაჭვები იშლება, გლობალური კრიზისები ძლიერდება და ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა, ვთქვათ, სურსათი, ეს არ არის ხუმრობა, ეს არის სერიოზული რამ, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობების მთელ სისტემაზე“, - განაცხადა პუტინმა.