ავტორი:

ბორის ჯონსონმა ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი ეკონომიკური და სამხედრო ალიანსის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა იქნება - მედია

ბორის ჯონსონმა ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი ეკონომიკური და სამხედრო ალიანსის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა იქნება - მედია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი ეკონომიკური და სამხედრო ალიანსის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა იქნება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პირველად მსგავსი შეთავაზება ჯონსონმა კიევში ვიზიტისას 9 აპრილს გააჟღერა.

"დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ“,- წერს გამოცემა.

გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით, რომელიც დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდა, წერს, რომ ახალი ალიანსის წევრები უნდა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. შემდგომში ამ გაერთიანებას შეიძლება შეუერთდეს თურქეთი.