ავტორი:

აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"

აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"

ოკუპირებული აფხაზეთის მისამართით კრემლის რუპორის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მოსაზრებას რეგიონის მოსახლეობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბარია განცხადებაზე, სადაც სიმონიანმა ფსოუს საზღვრის გაუქმებაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფსოუს საზღვარი მათი მოქალაქეებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია..." - განაცხადა სიმონიანმა, რასაც აფხაზეთში შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პროკრემლისტური მედიის ხელმძღვანელი მხოლოდ თავის მოსაზრებას არ ახმოვანებს.

სიმონიანის თქმით, ის მადლიერია, რომ აფხაზები ახლა რუსეთთან ერთად იბრძვიან, ამიტომ ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის რაიმე საზღვარი არსებობდეს.

"მილიონობით რუსეთის მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების, ვინც ჩვენ გამო სისხლს ღვრის" - აცხადებს სიმონიანი.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მაშინ, როდესაც რუსეთში, ასევე აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაში კარგად იციან, თუ როგორი შეფასებები და განწყობები მოჰყვა რუსული მხარის პოზიციას, ფსოუს საზღვრის გაუქმებაზე, მოსკოვში პოზიციას არ ცვლიან. მეტიც, კიდევ ერთხელ წამოწიეს ასევე მტკივნეული თემა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე.

გამოცემის ცნობით, რუსეთში ასეთ თემებზე საუბარი უფრო აქტუალური ხდებოდა აფხაზეთში წლების განმავლობაში გაჩერებული, მაგრამ აუცილებლად განსახორციელებელი პროექტების კვალდაკვალ. მაგალითად, გვიან შემოდგომის დასაწყისშივე, როდესაც რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი დადგებოდა, რუსეთში იწყებდნენ იმაზე საუბრობს, რომ აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხის განიხილავდნენ, თუმცა პარალელურად, კრემლის რუპორები აფხაზეთში უძრავის ქონების თემას უბრუნდებოდნენ.

ასევე ხდებოდა აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტის განხილვისას. არაერთხელ დასახელდა სამუშაოების დაწყების თარიღი, თუმცა, როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯიც არ გადადგმულა.

"მცირედი პაუზის შემდეგ, რუსულ მედიაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფსოუს გამშვები პუნქტის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, 25 მაისს მოსკოვში დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც, კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე. აღნიშნულ თემაზე შეხვედრები კი, აფხაზური მხარის ინიციატივით გაიმართა" - წერს გამოცემა.

მასთან საუბარში, აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ახრა აკირთავა ამბობს:

"საკითხს ასე დავაყენებდი - აფხაზეთი არ არის აღიარებული ყველა ქვეყნის გამშვები საბჭოს წევრების მიერ, ახლა კი, ვითარება შეიცვალა - ომთან დაკავშირებით სანქციები დაწესდა, რამაც რეალობა შეცვალა. არაერთი ქვეყანა ერთმანეთს პრეტენზიას უყენებს, ტვირთის ყველა ეტაპს ფაქტობრივად, მიკროსკოპით უყურებენ. ყველაფერი მარტივად რომ იყოს, აფხაზეთი და რუსეთი ამ საკითხს უკვე გადაწყვეტდნენ, გულისხმობ, ფსოუს სახმელეთო საზღვარს.

თუ ვინმეს რამის შეცვლა უნდა, შევახსენებ, რომ არსებობს 2014 წლის შეთანხმება და მას უნდა მივყვეთ. მასში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ აფხაზეთის საგარეო ვექტორი ევრაზიული ინტეგრაციაა. ამიტომ ახლა ჩვენი ნომერ პირველი მიზანია, მოვიპოვოთ აღიარება ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან.

თუ ჩვენ ახლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ფსოუს გამშვებ პუნქტს გავაუქმებთ, ეს არაფერს მოგვიტანს, რადგან მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ იქ მესაზღვრეები დგანან, საქმე ისაა, რომ ტვირთები უნდა კონტროლდებოდეს, რათა ურთიერთპრეტენზიები არ იყოს... მის გასაკონტროლებლად თანამედროვე ტექნოლოგიებია საჭირო, ჩვენ კი ეს არ გაგვაჩნია. პირველ რიგში, მისი დანერგვაა საჭირო, შესაბამისი კანონი უნდა მოვამზადოთ, შემდეგ კი, მივიღოთ. ამის გარეშე, ფსოუს გამშვები პუნქტის გაუქმება, არასერიოზულია" - მიიჩნევს აკირთავა.

ფსოუს საზღვართან დაკავშირებით საუბრობს კიდევ ერთი კრემლის რუპორი დუმის დეპუტატი კონსტინ ზატულინი. მისი თქმით, აფხაზეთს რუსეთიდან დამსვენებლები მიაწყდებიან, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ, წავლენ აფხაზეთში.

"ყირიმში ჩასვლა სირთულეებთან არის დაკავშირებული, სოჭი გადავსებული იქნება, ამიტომ რჩება აფხაზეთი... ეს კი ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტზე უზარმაზარი რიგები იქნება. ტრანსპორტის სფეროს მინისტრი საუბრობდა, კონკურსი გამოცხადდება და 5 მილიარდამდე რუბლი ფსოუს გამშვები პუნქტის მოსაწესრიგებლად გამოიყოფაო, ამაზე ვუპასუხე, რა საჭიროა, ამხელა თანხის გადახდა და ფსოუს ბასტიონის აშენება, როდესაც შეგვიძლია, რუსეთ-ბელარუსის საზღვარივით მოვაწყოთ აქაც, მით უფრო, რომ ენგურის საზღვარზე რუსულ-აფხაზური პოსტები დგას, მოდით, საერთოდ ავიღოთ-მეთქი..." - აცხადებს ზატულინი.

აფხაზების თქმით, რასაც წლების განმავლობაში ყველა "ხელმძღვანელობა" ამბობდა, რომ რუსეთი მთავარი მოკავშირეა და აფხაზეთის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, სინამდვილეში, აბსურდული და ერთი იდეით მოტივირებული აღმოჩნდა - გაფართოვდეს რუსული საზღვრები და გავლენები

"სხვა ახსნა ფსოუს საბაჟო პუნქტის აღებას არ აქვს. ზატულინის გეგმა, რომ თითქოს ე.წ. საკურორტო სეზონთან დაკავშირებით საზღვრის დროებითი გაუქმება იგეგმება, არის ზღაპარი. ისევე, როგორ ის, რომ ჩვენს პრობლემებზე წუხან. არც ის აღელვებდათ, ზამთარში გათბობისა და დენის გარეშე რომ ვრჩებოდით, გაზიფიკაციაც, უძრავი ქონების გადაფორმება - დაკანონების გეგმის ნაწილი იყო. სანქციები რომ ამოქმედდება, შემდეგ ნახეთ ნამდვილის სახის გამოჩენა" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი იასონ აფხაზი.

კიდევ ერთი მათგანის, ოთარ გიცბას თქმით, ბელარუსი, რომლის პარალელიც ზატულინმა მოიყვანა, ევრაზიული კავშირის წევრია, ისევე როგორც სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

"ბელარუსის გავლით ხდება პარალელური იმპორტი, ვისთანაც მსხვილი ბიზნესკავშირი წლებია არსებობს, საზღვარი და საბაჟო პუნქტი, ზედმეტი პრობლემაა. აფხაზეთთან კი, რატომ უნდა გაუქმდეს საზღვარი? რამე შემოდის რუსეთიდან და სადმე გადის? ხელმძღვანელობა გვყავს საერთოდ, თუ ერთი ინალ არძინბა წყვეტს ყველაფრის ბედს?" - კითხულობს ის.