ავტორი:

"ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა. მას სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა..." - რას წერს გია ხუხაშვილი

"ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა. მას სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა..." - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი შეცდომა იყო გიორგი გახარიას წასვლაზე თანხმობა. ამის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა. მას სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა, დღეს არც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ექნებოდა ამდენი პრობლემა.

არც პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობის რისკები შეექმნებოდა.

ეს თეორიაა.

პრაქტიკულად კი მისი ქმედება კანონზომიერია, რადგან მან ეს ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ამპარტავნებასთან, ზე-ადამიანის მითოლოგიის თვითდაჯერებასთან წააგო, რისი შედეგების გაფორმებაც უკვე გარდაუვალია", - წერს ხუხაშვილი.