ავტორი:

"ჯანმომ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად, რამე ახალი ვირუსია?" - პოდოლიაკი

"ჯანმომ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად, რამე ახალი ვირუსია?" - პოდოლიაკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია?,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განცხადებას "ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

აქვე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელიც ასახავს ომის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კვარტლებსა და დაშავებულ ადამიანებს.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ფოტომტკიცებულებების მიუხედავად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ურტყამენ.

"ჩვენ არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, მხოლოდ სამხედროებს“ - ირწმუნება ბატონი ლავროვი - რუსეთის ომის დანაშაულების გამართლების მინისტრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია? ფოტოებზე - "სამხედრო ობიექტებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.