ავტორი:

რას აცხადებს ლავროვი ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რას აცხადებს ლავროვი ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობა უარყო. ამის შესახებ მან ფრანგული ტელეარხისთვის TF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მუდმივად ჩნდება საჯაროდ, არ ვფიქრობ, რომ საღი აზროვნების მქონე ადამიანებმა შეიძლება დაინახონ ამ პიროვნებაში რაიმე დაავადების ან ავადმყოფობის ნიშნები“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, ბრიტანულ დაზვერვაში წყაროებმა მედიას აცნობეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკანასკნელი კვირის განმავლობაში სერიოზულად ავად იყო.