ავტორი:

რას საქმიანობენ გია ვოლსკის შვილები და მეუღლე, როგორია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა - ცნობილი პოლიტიკოსის უცნობი ოჯახური ფოტოები

რას საქმიანობენ გია ვოლსკის შვილები და მეუღლე, როგორია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა - ცნობილი პოლიტიკოსის უცნობი ოჯახური ფოტოები

პოლიტიკოსი გია ვოლსკი პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნების" კვოტით უკვე მესამედ გახდა. ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული კადრია, რომელიც ამავე დროს პარტია "ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი გახლავთ.

მისი გამოსვლები ხშირად იმსახურებს ოპოზიციის კრიტიკას, მზერა კი ახლახან ლევან ბერძენიშვილმა დაუწუნა. პოლიტიკოსმა მედიასთან განაცხადა, რომ "ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისია, რომ საქართველო არსად არ მიიღონ, ამ კაცს სახეზე აწერია, რომ "საბჭოთა კავშირი" მართავს..."

პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2021 წელს შეავსო, სადაც მხოლოდ მისი მეუღლე ნინო სოლოღაშვილი და დედა მეგი მაჭავარიანი მოხვდნენ.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნინო სოლოღაშვილს 2019 წელს მემკვიდრეობით გადაეცა 147,13 კვ.მ. ბინა, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.

2003 წელს გიორგი ვოლსკიმ დუშეთის რაიონ, სოფელ ახატანში 5 ათას დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე ბინა თბილისში ხეთაგუროვის ქუჩაზე, რომელიც ოფიციალურად 2018 წელს გადაიფორმა.

დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვოლსკის თიბისი ბანკის ჩემი სეიფის ანგარიშზე ჰქონდა 369,75 ევრო, 460,6 დოლარი. "ბანკი ქართუს" სახელფასო ბარათზე 8780,91 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე 53,33 ლარი. გიორგი ვოლსკის თიბისი ბანკის ვიზა კლასიკ ბარათზე 135,91 დოლარი, 4,24 ევრო და 226,49 ლარი ჰქონდა.

ნინო სოლოღაშვილს ბანკი ქართუ ანაბარზე ჰქონდა 500 ლარი, თიბისი ბანკის ჩემი სეიფის ანგარიშზე 3112,76 ლარი. ტერა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 352,81 ლარი, ქართუ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 128,84 ლარი, ტერაბანკის ანაბარზე 10 000 დოლარი. თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6679,99 ლარი, 3,25 დოლარი.

გია ვოლსკი, მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად

მეგი მაჭავარიანს "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე ჰქონდა 0 ლარი. ნინო სოლოღაშვილი შპს "ვანილა სქაი ჯორჯიას" გაყიდვების სამსახურის უფროსია, სადაც სახელფასო სარგოს სახით კალენდარული წლის მანძილზე 12 900 ლარი დაერიცხა.

გია ვოლსკის დედა, მეგი მაჭავარიანი

გიორგი ვოლსკის საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, წლის განმავლობაში სახელფასო სარგოს სახით 62 916 ლარი დაერიცხა.

გია ვოლსკი კარიერის მანძილზე პირად ცხოვრებაზე ინტერვიუებით არ გამოირჩევა. წლების წინ, ჟურნალ "გზასთან“ ინტერვიუში ამბობდა:

"სამი ვაჟის მამა ვარ. უფროსი - ზუკა 21 წლის გარდაიცვალა... ფიზიკურად ძალიან კარგი ბიჭი იყო, კარგი მონაცემები ჰქონდა. შუათანამ - სანდრომ ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი დაამთავრა, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და მათი მადლობელი ვარ. სანდრო საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების სპეციალისტია, დაოჯახდა და შვილიშვილიც გვაჩუქა..."

გია ვოლსკი ვაჟთან, სანდრო ვოლსკისთან ერთად

გია ვოლსკი მეუღლესთან, ვაჟთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად.

გია ვოლკის ვაჟი სანდრო ვოლსკი, მეუღლე ლიკა ჩოხელი-ვოლსკისთან და შვილთან ერთად წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. გია ვოლსკის უმცროსი ვაჟი გიორგი ვოლსკი 1997 წელს ამერიკაში დაიბადა. ის პროფესიით არქიტექტორია და როგორც სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობს.

გია ვოლსკის უმცროსი ვაჟი, გიორგი ვოლსკი

იხილეთ ასევე: