"ხუმრობის გარეშე. ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, თუ ძალიან დიდი წონა ჰქონდა" - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

"ხუმრობის გარეშე. ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, თუ ძალიან დიდი წონა ჰქონდა" - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

მეუფე იაკობი სააკაშვილზე - ხუმრობის გარეშე: ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია

ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევთ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ უნდა გადაიყვანონ და იყოს იქ, სადაც არის.

"სახელმწიფოს ვალდებულება ყველას გადარჩენაა, არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერის. ხელისუფლებასთან ხშირად მაქვს ხოლმე საუბარი, თუ დიდ ამნისტიას ისე ვერ აკეთებენ, ქალებისთვის რომ გააკეთონ. მაგალითად, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხშირად საუბრობთ, ქალების ამნისტიაზე და ქალებზე გული რატომ არ შეგტკივათ? რატომ არ გამოდიხართ ასეთი მოთხოვნით? ასეთი მოთხოვნით რომ გამოდიოდეთ, მაშინ დავიჯერებდი, რომ არა მარტო მიშაზე შეგტკივათ გული, არამედ ყველა ადამიანზე. მე ყველა ადამიანზე შემტკივა გული. ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევთ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში. მაგას ვინ გაუბედავს, თუ ისეთი დაავადება აქვს რომ გადაყვანას საჭიროებს, ვინ არ გადაიყვანდა, ასატკივებელი თავი ვის აქვს?! მაგალითად, ციხიდან რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან ამ თემაზე საუბარი და ხელისუფლებამ ძალიან მალე გადაიყვანა. სასამართლო სხდომებზეც დადის. უბრალოდ, გეტყვით მიშაზე რა ხდება, შევხედოთ ხალხის მდგომარეობას, ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ კანონი კი არ გვაინტერესებს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სამართლიანია. იმ ხალხს რას ვუპირებთ?! შერიგება რომ მოხდეს, მაშინ ხომ ყველა უნდა შევრიგდეთ. მისი გადარჩენაც ეგ იქნება. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნა არ მოსწონს, ციხეს ყველა ვერ უძლებს, გინდ პრეზიდენტი იყავი, გინდ-მეფე. გასაგებია, ან შიშები აქვს ან რაღაც და ახლა წონაშიც იკლებს. ჩემგან რა გნებავთ რომ გითხრათ? ხალხის აზრს გეუბნები და გული მტკივა ადამიანებზე, რომ ასე ინდიფერენტულები გახდნენ. მხარეებად დავიყავით, მოგწონთ ეს მხარეებად დაყოფა?“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ წონაში სწრაფად კლება არ უნდა მოხდეს.

"ხუმრობის გარეშე. ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, თუ ძალიან დიდი წონა ჰქონდა, მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ამ წონის დაგდება“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებთ საზოგადოების აზრი ორად იყოფა.

"როგორც ვიცი, არის ექიმების ერთი ნაწილი, რომელიც მესამე სახელმწიფოში გადაყვანას ითხოვს, მაგრამ არიან ისინიც, რომლებიც ამბობენ, რომ რა სიმპტომებიც აქვს, აქ ჩვეულებრივ მკურნალობენ. ამიტომ, მეტი არაფერი ვიცი. არის ორ აზრი- ერთი აზრია, რომ უნდა გადაიყვანონ და მეორე აზრია, რომ აქაც ჩვეულებრივ მკურნალობენ. დიაგნოზი რა აქვს? რომ ვიცოდე დიაგნოზი რა აქვს, ვკითხავდი ექიმებს და მერე გეტყოდით“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, "დღეს თავის ხალხთან ყველაზე მეტი შესარიგებელი "ნაციონალურ მოძრაობის“ რამდენიმე წევრს აქვს.

"დღეს თავის ხალხთან ყველაზე მეტი შესარიგებელი "ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრს აქვს. თუ ისინი კეთილს ინებებდნენ და ეკლესიაში მოვიდოდნენ, ჩვენთვისაც ეთქვათ მწარე სათქმელი. მე რომ პირი გავხსნა რა ხდებოდა იმ პერიოდში... არ ვლაპარაკობ, მინდა შერიგება და თუ შემხედავთ, წყნარად ვარ, არავის ვაკრიტიკებ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.