ავტორი:

რომანტიკოსი ილონ მასკი - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი სიყვარული ჰყავს: შეყვარებული წყვილის ფრანგული არდადეგები (ფოტოები)

რომანტიკოსი ილონ მასკი - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი სიყვარული ჰყავს: შეყვარებული წყვილის ფრანგული არდადეგები (ფოტოები)

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და მისი შეყვარებული, ნატაშა ბასეტი, სენ-ტროპეში რომანტიკულ დროს ატარებენ. წყვილი აქ შაბათ-კვირას გაემგზავრა.

Tesla-ს დამფუძნებელი, 50 წლის მასკი და 27 წლის ავსტრალიელი მსახიობი პაპარაცებმა ერთ-ერთ სასტუმროში ლანჩზე შენიშნეს. ისინი ღვინოს და ფრანგულად შემწვარ კარტოფილს შეექცეოდნენ. წყვილი კარგ განწყობაზე ჩანდა და ერთად ბევრს იცინოდნენ.

მასკს ნაცრისფერი მაისური და შავი ჯინსები ეცვა, მისი მეწყვილე კი უფრო ღია ფერების სამოსში, ჭრელ კაბასა და თასმიან სანდლებში იყო გამოწყობილი. ლანჩის შემდეგ ხელჩაკიდებულები გაეშურნენ ხალხით სავსე ზღვის სანაპიროზე.

ილონ მასკისა და ბასეტის რომანზე უკვე დიდი ხანია მითქმა-მოთქმაა. მათთან დაახლოებულმა წყარომ, HollywoodLife-თან საუბარში ჯერ კიდევ თებერვალში თქვა, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და მონოგამიურ ურთიერთობაში იყვნენ. ბასეტამდე მასკი მუსიკოს Grimes-ს ხვდებოდა. მათ 2 საერთო შვილიც ჰყავთ - X Æ A-Xii და Exa Dark Sideræl.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა