ავტორი:

"ცარიელი სკამი, სახელი და გვარი, ეს მძიმე სურათი იყო - ევროპის სახალხო პარტიის ტრიბუნიდან დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს... " - შალვა პაპუაშვილი

"ცარიელი სკამი, სახელი და გვარი, ეს მძიმე სურათი იყო - ევროპის სახალხო პარტიის ტრიბუნიდან დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს... " - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების იდეას პირდაპირ დასცინეს. დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც EPP-ს ყრილობაზე, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ დელეგატებისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის წაკითხვას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულებაა.

"ცარიელი სკამი, სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების იდეას პირდაპირ დასცინეს. დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს, მის ოჯახს. დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას - კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსურლებაა. ამიტომ, ამ კუთხით, მძიმე სურათი იყო.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტრიბუნიდან და ვინ იტყვის. თეთრი არის თეთრი, სიმართლე არის სიმართლე, ტყუილი არის ტყული. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, ვინც ამბობს, რომ არ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება გირგვლინის საქმეზე, ვალერი გელაშვილის საქმეზე, ნებისმიერი ეს ადამიანი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს“,- განაცხდა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, როტერდამში "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობა გაიხსნა, სადაც პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დელეგატებს სიტყვით მიმართვის ბოლოს საქართველო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.

დარბაზში მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამი იდგა.