ავტორი:

ფეხბურთელს, რომელმაც თავის კატას სცემა, 180-საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯეს და კატის ყოლა ხუთი წლით აუკრძალეს - კურტ ზუმა ბოდიშს იხდის

ფეხბურთელს, რომელმაც თავის კატას სცემა, 180-საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯეს და კატის ყოლა ხუთი წლით აუკრძალეს - კურტ ზუმა ბოდიშს იხდის

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "ვესთ ჰემ იუნაიტედის" მცველს, კურტ ზუმას სასამართლომ 180-საათიანი საზოგადოებრივი შრომა დააკისრა მას შემდეგ, რაც აღიარა დანაშაული, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელმა თავისივე კატაზე იძალადა - მას წიხლი დაარტყა.

გარდა ამისა, 27 წლის სპორტსმენს სასამართლომ აუკრძალა იყოლიოს კატა ხუთი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ძმას იოანსაც მიუსაჯა 140-საათიანი საზოგადოებრივი შრომა. გამოძიების თანახმად, იოანი ძამს ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენაში.

  • "ორივე თქვენგანი მონაწილეობდა ამ სამარცხვინო და გასაკიცხ საქმეში და იძალადა შინაურ კატაზე“, - თქვა მოსამართლე სიუზან ჰოლდენმა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს იოანმა Snapchat-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ ურტყამდა წიხლს კურტ ზუმა თავის კატას, მანამდე კი ფეხსაცმელი ესროლა და თავში მოარტყა. ვიდეოში ასევე ისმოდა ფეხბურთელის ხმა - "ვფიცავ, რომ მოვკლავ.“ იოანმა ვიდეოს სიცილის ემოციები დაურთო.

ფეხბურთელი კლუბმა 250 000 ფუნტით დააჯაიმა. ამ ამბის შემდეგ კურტ ზუმას კონტრაქტი შეუჩერა "ადიდასმა."

"ვესტ ჰემ იუნაიტედს" სურს განმარტოს, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ცხოველებზე ძალადობას, ან სისასტიკის ნებისმიერ ფორმას. ასეთი საქციელი მიუღებელია და არ შეესაბამება კლუბის ღირებულებებს. კადრების გავრცელებიდან 48 საათში ფეხბურთელი დავაჯარიმეთ. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო კურტს მისცემს შესაძლებლობას, ისწავლოს თავის შეცდომებზე", - განაცხადეს კლუბში.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა პირველივე შესაძლებლობისთანავე აღიარა, რომ მისი საქციელი არასწორი იყო და ამისთვის ბოდიში მოიხადა.