ავტორი:

"აშშ მიზანმიმართულად ასხამს ცეცხლზე ნავთს" - დიმიტრი პესკოვი

"აშშ მიზანმიმართულად ასხამს ცეცხლზე ნავთს" - დიმიტრი პესკოვი

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს კიევის სურვილს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. იარაღის მსგავსი მიწოდებები ხელს არ შეუწყობს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილის გაღვიძებას, მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებთ,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.