ავტორი:

Manamo Home  - ტექსტილის ქართული ბრენდი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს  შეგიქმნით

Manamo Home  - ტექსტილის ქართული ბრენდი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს  შეგიქმნით

სახლი - არის ადგილი, სადაც დამღლელი და დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს, სიხარულით ვბრუნდებით. საკუთარ სახლში კომფორტის, სიმყუდროვის და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა ყველა დიასახლისის ოცნებაა, რადგან სიმყუდროვე - შინაგანი სიმშვიდის და ფსიქოლოგიური კომფორტის გარანტიაა, ოჯახის ყველა წევრისთვის.

თითოეული ადამიანისთვის სახლი ციხე-სიმაგრეა. - თავშესაფარი, რომელიც სტრესებისა და გარე საფრთხეებისგან გვიცავს. სახლის მყუდრო ატმოსფერო დადებითი ენერგიით გვავსებს და ჰარმონიის და სტაბილურობის განცდას გვანიჭებს.

სახლის სიმყუდროვეს მხოლოდ მისი დიზაინი არ განსაზღვრავს! მთავარი საიდუმლო სწორედ დეტალებშია! ერთ-ერთი მთავარი ელემენტი კი ტექსტილი და სწორად შერჩეული ნივთებია. Manamo Home საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი პრემიუმ ხარისხის ტექსტლის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სახლის ტექსტილის და აქსესუარების გლობალური დიზაინის კონცეფციას სთავაზობს. „მანამო“ ყოველწლიურად, მოდის სამყაროს ტენდენციებისა და ფერების გათვალისწინებით, ორ ახალ კოლექციას გთავაზობთ: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი.

კოლექცია ოთხი ძირითადი ფერის გარშემო ერთიანდება, რომელსაც ბრენდი ყოველწლიურად არჩევს. Manamo Home-ის ფერების საინტერესო პალიტრა საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად შეუხამოთ ტექსტილი თქვენი სახლის დიზაინს.

Manamo Home-ის კოლექციაში შედის:

  • საბნები;
  • ბალიშის პირები;
  • ზეწრები;
  • გადასაფარებლები და პლედები;
  • პირსახოცები;
  • ხალათები;
  • სუფრები და სხვა აქსესუარები.

„მანამოს“ გუნდი ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქტი - ხელმისაწვდომ ფასად. ასევე, პროდუქციის გამოყენებისას შეგექმნათ სისუფთავის სასიამოვნო განცდა.

ბრენდის 15 წლიანმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ხარისხი და ფუფუნება სულაც არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან. Manamo Home ნიშნავს პრემიუმ ხარისხს - დაბალი ფასებით.

“მანამოს“ პროდუქციაში ქსოვილების ფარტო არჩევანია წარმოდგენილი: სატინა, ბამბა, ბამბუკი, ფანელი, პოლიესტერი, მიკროფიბერი, მიკროკოტონი და სხვ. ტექსტილის კოლექცია ბუნებრივი, ანტიალერგიული, ჰაერგამტარია და უმრავლესობას აქვს თერმორეგულაცია, რაც ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში - სიგრილეს უზრუნველყოფს.

Manamo Home-ის ტექსტილის და აქსესუარების მაღაზიებს შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავსა და თელავში. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-საიტით, საიდანაც შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად გამოიწეროთ სასურველი ნივთები, ისარგებლოთ მიწოდების სერვისით საქართველოს მასშტაბით. ექსკლუზიურად საიტის ონლაინ-მომხმარებლებისთვის, საიტზე ხშირადაა წარმოდგენილი ფასდაკლებები - ონლაინ შეკვეთებზე.

საინტერესო სიახლე - ონლაინ განვადების შესაძლებლობით სარგებლობაა. საიტზე მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი, 5 თვიანი განვადება. სესხის გაცემის საკომისიო 2%-ს შეადგენს. განვადების მინიმალური თანხა კი 50 ლარია.

Manamo Home-ის ფილიალებს დაემატა „მანამო კაფე“, სადაც მომხმარებელს შეეძლება დასვენება და ყავის დალევა, დამღლელი შოპინგის შუალედში ენერგიის აღსადგენად.

https://www.instagram.com/manamo_ge/

https://www.facebook.com/manamogeorgia

R