ავტორი:

"თუ ახლა, უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, მაშინ "ნაცმოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს" - იაგო ხვიჩია

"თუ ახლა, უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, მაშინ "ნაცმოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს" - იაგო ხვიჩია

თუ ახლა, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? თუ ეს არ გამოვა და ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე.

მისი თქმით, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის ბედი ერთად იყოს, ეს იქნება ევროკავშირში, თუ ევროკავშირის მიღმა.

"ამ თავისუფლების მოყვარე გმირ ხალხთან ერთად უნდა ვმოძრაობდეთ. თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ უკრაინელებს არავისთან არაფერი სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს, რომ მათთან იყოს ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.