ავტორი:

"იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სამედიცინო პროცედურები უტარდება.

„დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ექსპერტები უნდა შესულიყვნენ დღეს. გამიჩნდა იმედი, რომ თითქოს უკვე დაიწყო მოძრაობა ამ პროცესმა. იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება [მიხეილ სააკაშვილს] და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობა მის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს.

„როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, ფეხი ვერ გადამიდგამს, მაჩერებენ, მადლობას მიხდიან, თანაგრძნობს გამოხატვენ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.