ავტორი:

"ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს" - შალვა პაპუაშვილი

"ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ.

"რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის.

"ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ "რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“.

ამასთან, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. ზურაბიშვილმა მეორე ფრონტის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე.