ავტორი:

"დამნაშავეა, მაგრამ ცუდი დროა და მოდი რა, ჯერ ნუ დაიჭერთ - სასამართლო ასეთი მიმართვით არ ხელმძღვანელობს" - გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

"დამნაშავეა, მაგრამ ცუდი დროა და მოდი რა, ჯერ ნუ დაიჭერთ - სასამართლო ასეთი მიმართვით არ ხელმძღვანელობს" - გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

"კი, დამნაშავეა, მაგრამ ცუდი დროა და მოდი რა, ჯერ ნუ დაიჭერთ - საქართველოს სასამართლო ასეთი მიმართვით არ ხელმძღვანელობს - ასეთი პერიოდი იყო, მაგრამ ამ პერიოდმა გაიარა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად არასწორ დროს დააკავეს. კი ამტკიცებენ, რომ სასამართლო მთლიანად პოლიტიკურ მმართველობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვერ ვუკარნახებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, “რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, პოლიტიკურად დროული არ იყო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ სასამართლოს მიმართ ეჭვები წარმოვთქვა. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.