ავტორი:

მეუღლის სახელზე არსებული ბინა თბილისში და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორ ცხოვრობს ირაკლი ზარქუა, რომელიც ცნობილი დიზაინერის ძმაა?

მეუღლის სახელზე არსებული ბინა თბილისში და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორ ცხოვრობს ირაკლი ზარქუა, რომელიც ცნობილი დიზაინერის ძმაა?

მეათე მოწვევის პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ დეკლარაცია 2021 წელს შეავსო. დეპუტატს მეუღლე მარინა თავართქილაძე და ორი ქალიშვილი, ანასტასია და ნინო ზარქუა ჰყავს. უფროს ქალიშვილს ცნობილი მამიდის დიზაინერ ნინა ზარქუას სახელი ჰქვია.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ირაკლი ზარქუას საკუთრებაში თბილისში ბინა არ აქვს. 2014 წელს დეპუტატის მეუღლემ თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე 100 000 ლარად 80,27 კვ.მ. ბინა შეიძინა.

ირაკლი ზარქუას ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Toyota camry 2015 გამოშვება, რომელიც 2021 წელს 8000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი ზარქუას თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 0,88 დოლარი, 32,55 ლარი, ანაბარი 200 ლარი...

მარინე თავართქილაძეს "საქართველოს ბანკის" დეპოზიტზე ჰქონდა 2192,83 ლარი, 26,64 დოლარი და 1504,8 ევრო. "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1519,95 ლარი, 2886,98 დოლარი და სამომხმარებლო სესხი 34763,07 ლარი. "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 12090,27 ლარი, ჰალიკ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 26151,35 ლარი.

მარინე თავართქილაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პროფესორია, საიდან ერთი კალენდარული წლის მანძილზე სახელფასო სარგოს სახით 5325 ლარი დაერიცხა. ის აგრეთვე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ხელმძღვანელია, საიდანაც განხორციელებული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში 7598,02 ლარი მიიღო.

მარინე თავართქილაძე სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი და „თიბისი დაზღვევის“ დეპარტამენტის უფროსი გახლდათ, საიდანაც სახელფასო სარგო 87117,16 ლარი მიიღო.

ირაკლი ზარქუამ საქართველოს პარლამენტის წევრობისას 2020 წლის პერიოდში 2695,15 ლარი მიიღო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კი 41588,68 ლარი.

ირაკლი ზარქუას და ცნობილი ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუაა, რომლის მეუღლეც ცნობილი სპორტსმენი ალექსანდრე ამისულაშვილია.

ნინა წლების მანძილზე კახი კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ახლო მეგობარი გახლდათ. მართალია, მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ იჩხუბეს, მაგრამ ამას კალაძისა და მისულაშვილის მეგობრობაზე არ უმოქმედია. ამიტომ ირაკლი ზარქუას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.