ავტორი:

"კადიროველებმა" სევეროდონეცკში დანაკარგები განიცადეს - უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს უკან ახევინებენ" - ლუგანსკის გუბერნატორი

"კადიროველებმა" სევეროდონეცკში დანაკარგები განიცადეს - უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს უკან ახევინებენ" - ლუგანსკის გუბერნატორი

მტერი სევეროდონეცკის დასაპყრობად რეზერვების მობილიზებას ახორციელებს, მაგრამ დიდ ზარალს განიცდის. უკრაინელი დამცველები თანდათან უკან ახევინებენ დამპყრობლებს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

”მძიმე ვითარებაა მთლიანად რეგიონში. სევეროდონეცკი ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია, რადგან რუსული არმია მთელი თავისი ძალების, მთელი რეზერვის გადასროლას სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებს. თავდაპირველად მათ ქალაქის უმეტესი ნაწილის აღება მოახერხეს, ახლა კი ჩვენმა სამხედროებმა მათ უკან დაახევინეს და დიდ დანაკარგებსაც განიცდიან“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, როგორც წესი, ე.წ. „კადიროველები“ წინა ხაზზე არ იბრძვიან, მაგრამ, როგორც ჩანს, „დაიჯერეს რუსების ტყუილი, რომ ქალაქი უკვე მათია, ამიტომ ქალაქში შევიდნენ და გარკვეული დანაკარგებიც განიცადეს“.