ავტორი:

"ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ, როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს?" - გიული ალასანია

"ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ, როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს?" - გიული ალასანია

ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ. როგორც ყოველთვის, სუსტად არის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? ამიტომ რაღაცა გადაწყვეტილება ალბათ უნდა მიიღონ, შველას ითხოვს ადამიანი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი უცხოური კლინიკებისთვისაც რთულ ამოცანას წარმოადგენს და როგორც ჩანს, განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მას სამკურნალოდ მოათავსებენ.

"ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით. ეს არის უბრალოდ რაღაც რომ გააძლებინო, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ექიმები უნდა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება. ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ეს უნდა გადაჭრან ექიმებმა. გამოსავალს ვხედავ მკურნალობაში და მკურნალობა, როგორც ჩანს, ვერ ხდება, არ ხდება. რაღაც ისეთი მდგომარეობა არის, რომ უცხოური კლინიკებისთვისაც რთული ამოცანაა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და შეიძლება კიდევ რაღაცა ეშველოს," - განაცხადა ალასანიამ.

ის ასევე, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება.

გიული ალასანიას თქმით, პრობლემებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, უფრო ექიმები სჭირდება და არა იურისტები.